საზოგადოებრივ მაუწყებელთან სირცხვილის დაფა დაიდგა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სირცხვილის დაფა დაიდგა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციამ ე.წ. სირცხვილის დაფა დადგა, სადაც არხის თანამშრომელბის ფოტოებს აკრავენ.

დაფაზე უკვე არის  ლევან გახელაძის, ლევან ყუბანეიშვილისა და ნინო ქაჯაიას ფოტოები.

პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები არხის იმ თანამშრომლებს, რომლებიც შენობაში შედიან, ფოტოებს უღებენ და, როგორც ამბობენ, მათ ფოტოებსაც სირცხვილის დაფაზე გამოაკრავენ.

„სირცხვილის დაფა” მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელთან არის დამონტაჟებული.

ამ დროისთვის კი ტელევიზიის სამი შესასვლელია ბლოკირებული.