„მართალია, ეს ის სააკაშვილი აღარ არის, რომელიც ადრე იყო, მაგრამ მაინც ნაადრევია „ნაცმოძრაობის“ სიკვდილზე ლაპარაკი, რამდენადაც მათი უკვდავების წყარო-სააკაშვილი ისევ აჩუხჩუხდა“

„მართალია, ეს ის სააკაშვილი აღარ არის, რომელიც ადრე იყო, მაგრამ მაინც ნაადრევია „ნაცმოძრაობის“ სიკვდილზე ლაპარაკი, რამდენადაც მათი უკვდავების წყარო-სააკაშვილი ისევ აჩუხჩუხდა“

მოხდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო სხვა პარტიების კონსოლიდაცია და გაგრძელდება თუ არა მოსაწყენ ერთ წრეზე სიარული, როცა ოპოზიციის ლოკომოტივი კვლავაც „ნაცმოძრაობა“ შეიძლება გახდეს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სხვა მოთამაშეები არ შემოუშვას?!

ოპოზიციის ნაწილი აანონსებს, რომ არ აპირებს „ნაცმოძრაობასთან“ ერთ კოალიციაში ყოფნას. „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ნაცებთან კოალიციის და გაერთიანების ფორმატს ვერ ხედავს და „გირჩი“ წინასაარჩევნო გაერთიანებაში არავისთან შესვლას არ აპირებს.

ამავე აზრს იზიარებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილიც. ნაციონალების გასაგებად ის აცხადებს, რომ არავის მიხმარება არ სჭირდებათ, აქეთ მიეხმარებიან ყველას.

„ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია, „ნაცმოძრაობასთან“ არანაირ სისტემურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ“, - ამბობს ლილუაშვილი.

არადა, შეთავაზება მიღებულია. ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონრებს ნაციონალებთან საუბარს სთავაზობს: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და, თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ-ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

მართალია, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოპოზიციის მედროშეობას ცდილობს, მაგრამ სოზარ სუბარმა ნაცებს უკვე გამოუტანა განაჩენი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს, მათი მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, თავისთავად, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით, მოდით და დაგეხმარებითო. რამაზ საყვარელიძეს აინტერესებს, ვის უნდა დაეხმაროს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არ არის საზოგადოებისგან ისე განებივრებული პარტია, რომ სხვას დაეხმაროს. შესაძლოა, სხვა ოპოზიციონრებზე უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ ნაცებს, მაგრამ ბოლო გამოკვლევებით, წკიპზეა მათი განსხვავება და მნიშვნელოვანი არ არის.

რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, მართალია, ცალკეულ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ „ნაცმოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს და, ალბათ, ლოგიკურია ეს ვერსია, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ვერსიაც არსებობს, რომ რეიტინგის კლება ახლდა ბევრ შეცდომას, რასაც „ნაცმოძრაობა“ უშვებდა, ერთ-ერთი შეცდომა კი იყო სააკაშვილის გამოცხადება ავადმყოფად.

„სააკაშვილის გამოცხადება უუნაროდ არასწორი საქციელი იყო ნაციონალების მხრიდან. შესაძლოა, თუნდაც ამ ფრაგმენტის გამო კარგავენ ნაციონალები მხარდამჭერებს, რადგან ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები რეალურად სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. დღეს უკვე სააკაშვილმა ჭამა დაიწყო, გააქტიურდა, იქამდე გააქტიურდება თუ არა, რომ საავადმყოფოზე უარი თქვას, არ ვიცი, რადგან კომფორტი მეტია საავადმყოფოში, მაგრამ ფაქტია, ეს ის სააკაშვილი აღარ არის, რომელიც ადრე იყო. ამიტომ, მე მგონი, ნაადრევია „ნაცმოძრაობის“ სიკვდილზე ლაპარაკი, რამდენადაც მათი უკვდავების წყარო - სააკაშვილი ისევ აჩუხჩუხდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში.

მისივე შეფასებით, მართალია, „გირჩმა“ და სხვა ოპოზიციონრებმა არ ისურვეს „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში შესვლა, მაგრამ, ეტყობა, მაინც არიან დარჩენილები „ნაცებთან“ გაერთიანების მოსურნე სხვა პარტიები.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები რაღაც გაზეპირებულ ფრაზებს იძახიან, თითქოს გამოსავალია კოალიციური მთავრობა და მისი შექმნა აუცილებელია. არადა, ამ ნათქვამში საღი აზრი არ ჩანს, კოალიციური მთავრობა იქმნება მაშინ, როცა გამარჯვებულ პარტიას არ ყოფნის ხმები, სხვა პარტიებთან ერთად ქმნის პოლიტიკურ კოალიციას და შემდეგ კოალიციაში მყოფი პარტიები აკომპლექტებენ მთავრობას.

„რაზე შეატყეს ოპოზიციონერებმა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოფა ხმები მთავრობის დასაკომპლექტებლად? მაშინ, როცა სხვაობა რეიტინგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა და არა მათ სასარგებლოდ. ასე რომ, ოპოზიციონრების ეს ინიციატივა სავსებით გაუგებარია. ქვეყნის უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებას ალტერნატივად ასეთი უაზრო პოლიტიკური ჯგუფები ჰყავს“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ კოალიციის შექმნა პროდასავლურ პარტიებთან ერთად შეუძლია. მართალია, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გააკეთეს განცხადება, რომ არ აპირებენ ნაციონალებთან კოალიციაში შესვლას, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მომავალ არჩევნებზე ყველა ამ პარტიამ თუკი გადალახა 5%-იანი ბარიერი (იმედია, ბარიერი დაიწევს), მაშინ მათ მოუწევთ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი. ამდენად, ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, ნაციონალების თანამშრომლობა შედგეს „გირჩთან“, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „ლელოსთან“, სხვებთან თანამშრომლობა გამორიცხულია.

„ჩვენს საზოგადოებაში რამდენად არის დაკვეთა კოალიციური მთავრობის შექმნაზე, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მთავრობა. ჩვენი საზოგადოება გააკეთებს არჩევანს უახლოეს არჩევნებზე და კოალიციური მთავრობის შექმნის დაკვეთაც არჩევნების დროს გამოჩნდება. თუკი ვერც ერთი პარტია ვერ იმარჯვებს და ვერ აგროვებს საკმარის რაოდენობას იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს ერთპარტიული მთავრობა, მაშინ შესაბამისი მოთხოვნა იქნება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

მიშა ჩიტაძე ცდება, როგორც ყოველთვის. ნაცებთან სიამოვნებით ითანამშრომლებს ჩარკვიანის ქალიშვილიც. რაღაც პარტიაც რომ აქვს ინდური ფილმის სათაურით - ,,შურისძიება და კანონი".
10 თვის უკან