როგორც იცით, ალ პაჩინოსა და ნურ ალფალაჰის ვარსკვლავური წყვილი პირველ საერთო შვილს ელოდება.
ვარსკვლავები რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდებოდნენ, რაც სწორედ ნურის ორსულობით აიხსნება.
როგორც TMZ-ის გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ალ პაჩინომ დნმ-ის ტესტის ჩატარება მოითხოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ბავშვის მამა თავად გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბავშვი ალ პაჩინოსთვის მეოთხე იქნება. მას ყოფილ მეგობარ ქალბატონებთან სამი შვილი ჰყავს, 33 წლის ჯული პაჩინო Jan Tarrant-თან, ასევე 22 წლის ანტონ და ოლივია პაჩინოები Beverly D’Angelo-სთან.