სოსო ჯაჭვლიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სოსო ჯაჭვლიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ სოსო ჯაჭვლიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ახალ თაობას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის წარმომადგენელმა ნატალია ხურციძემ განუცხადა, სოსო ჯაჭვლიანს ყველა საჭირო თერაპიული მკურნალობა უტარდება, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

„მე დღეს ვნახე სოსო ჯაჭვლიანის ავადმყოფობის ისტორია, სადაც აღნიშნულია, რომ მას ყველანაირი მკურნალობა უტარდება. ის შიმშილობის აქციას განაგრძობს და ამის გამო, გადასხმებსაც უკეთებენ. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა ნატალია ხურციძემ.

26 მაისის საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული - სახალხო კრების - მხარდამჭერი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი შიმშილობის აქციას განაგრძობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.