კარიმ ბენზემა მომდევნო სეზონშიც მადრიდის „რეალში“ ითამაშებს. ამის შესახებ Marca იტყობინება.
მადრიდული გამოცემის ცნობით, ბოლო დროს გავრცელებული ჭორები ფრანგის საუდის არაბეთში შესაძლო გადაბარგებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. ბენზემა „სამეფო კლუბში“ მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და არც ისაა გამორიცხული, რომ კონტრაქტიც გაახანგრძლივოს.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალს“ 2009 წელს „ლიონიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 647 შეხვედრაში 353 გოლის გატანა მოახერხა.