გიორგი ხაინდრავა - „ნიკა რურუა მკვლელია“

გიორგი ხაინდრავა - „ნიკა რურუა მკვლელია“

ბატონო გოგა, რა ხდება ჩვენს თავს, რობერტ სტურუა გაათავისუფლეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცივილიზაციას, კულტურას საქართველოში უკვე ღია ბრძოლა გამოუცხადეს?

- კულტურის მინისტრი, რომელსაც ადამიანების სისხლში აქვს ხელები გასვრილი და მკვლელები რომ ქვეყნის სათავეში იქნებიან, ბოლოს და ბოლოს მკვლელებს რომ კულტურას ჩააბარებენ, ის კულტურა მოკვდება.

მომავლის მოსპობის მცდელობა მიდის, იმიტომ, რომ ამ ნაციონალების იდეა თავიდანვე უისტორიო ახალი ქართველის შექმნა იყო.

ჩვენთან, როგორც წესი, ასეთ რამეებს შეთქმულების თეორიის ნაწილს მიაწერენ, მაგრამ ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება.

უცხოელები ამათ იყენებენ შემსრულებლებად. დავალებები ერთ ჯგუფს ეძლევა მოსკოვიდან, სხვა ჯგუფს ვაშინგტონიდან, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც ვაშინგტონიდანაც, რუსეთიდანაც, თეირანიდანაც, ბეირუთიდანაც, ჯანდაბიდან და ოხრობიდანაც რომ დაავალონ, შეასრულებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის.

თქვენ კულტურის მინისტრზე ბრძანეთ, მკვლელიაო, მან რომ ამაზე პასუხი მოითხოვოს, თქვენ რას უპასუხებთ? ეს სერიოზული ბრალდებაა.

- მკითხოს რურუამ და გავცემ პასუხს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მკითხავს, იმიტომ რომ, ძალიან კარგად იციან, რასაც ვლაპარაკობ, სიმართლეა.

ესენი კოლექტიური მკვლელები არიან. როგორ ფიქრობთ, 26 მაისს დაღუპული ადამიანების სისხლში რურუას ხელი არ ურევია? მაგრამ მკვლელს რომ ვუწოდებ, ამ შემთხვევაში მის წარსულს ვგულისხმობ.

კიდევ ვიმეორებ, არც აწმყოში დაუკლია ხელი არც მაგას და არც მის ძმას. ესენი არიან დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების სიმბოლოები, ეს ხალხი აბსოლუტურად დეგრადირებული და სადისტური ბუნების ადამიანებია, რომლებმაც მთელი ცხოვრება ხალხის წამებით გაიარეს.

ბოკერიას, რამიშვილის იდეოლოგიის მიმდევართა ჯგუფია ნაციონალური მოძრაობა, მათი ნავსაყუდელი არის სააკაშვილის მმართველობა და ყველანაირად ეცდებიან ეს ნავსაყუდელი არ დაკარგონ. ყველაფერზე ხელს მოაწერენ, რობიკო სტურუას მოხსნის კი არა, დახვრეტის ბრძანებას მოაწერენ ხელს, ერთი წუთით არ დაფიქრდება ამაზე ნიკოლოზ რურუა.

მიზეზი?

- შური, მაგრამ ძირითადი არსი არის გაუბედავი და უნიჭო ადამიანების დაპირისპირება გაბედულ და ნიჭიერ ადამიანებთან. მათ ხელშია ყველა ბერკეტი და ცდილობენ გაბედული და გონიერი ადამიანების მოსპობას, გაჭყლეტას, მაგრამ ვერ გამოახერხებენ ამას!

ხალხო, ვერაფერსაც ვერ გვიზამენ, დარწმუნებული იყავით! სისხლიანი კვალი დატოვეს, თორემ სხვა რა გააკეთეს ნაციონალების წინაპრებმა გასული საუკუნის 24-იანი წლებში და მერე ყოველ წელს რომ საშინელებები ხდებოდა. ახლა რატომღაც 36-37 წლების ახსენებენ და არ ითვალისწინებენ იმას, რა მოხდა 37 წლამდე წინა წლებში. 37-ში ბოლშევიკები საკუთარ თანაპარტიელებს დაერივნენ, თორემ მანამდე უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ.

უგულავა პარტიას ქმნისო, ხომ არ დაიწყო რღვევის პროცესი ნაციონალებში?

- რა პარტია, რისი პარტია, ეს სულ ჟურნალისტების მოგონილია. საქმე არა აქვთ, ეტყობა და რაღაცები უნდა მოიგონონ. რა პარტიის შემქმნელია უგულავა, რისი უნარი გააჩნია იმის გარდა, რასაც აკეთებს, ეგ რაღაც ჯგუფს თუ ჩამოაყალიბებს თავისნაირების, თორემ რა პარტია უნდა შექმნას უგულავამ?!

„ნაციონალური მოძრაობა” პარტიაა? ძალიან მაინტერესებს მიპასუხონ. ჩემი აზრით, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, ტერორისტების გაერთიანება. ვინაა მანდ პოლიტიკოსი, მითხარით, ერთი. მელიქიშვილია პოლიტიკოსი, ცისკარიშვილი, არველაძე თუ უგულავა? ესენი არიან მოძალადეები, კრიმინალები და რასაც უნდათ იმას აკეთებენ, იმიტომ რომ მფარველობს ცეკას მდივანი ბასი, ამერიკის ადმინისტრაცია, რატომ და რისთვის, იცის ეს ყველამ - ეს არის კავკასია, მსოფლიოს გული, რომელიც ამ ნაძირლებმა აქციეს დაპირისპირების პლაცდარმად. ესენი უსამშობლო ხალხია სძულთ ეს ქვეყანა… ხაშლამაა საქართველო რურუასთვის, ბენდუქიძისთვის ხომ არის და არის, რომლისთვისაც მთავარია ერთი-ორი პუტანა ჩამოიყვანოს რუსეთიდან, იქნება რაიმე გრძნობა გამოიწვიოს მასში. ესაა მთელი მაგათი ინტერესი. ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა და ფულის კეთებაზე რომ ხარ გადასული, ე.ი. ხარ ხაშლამა, მაგრამ რუსული ხაშლამა, უგემური.

ე.ი. მხოლოდ კომბლები?

- მე ადრეც ვამბობდი, ესენი კომბლებით არის გასაყრელი აქედან. ახლაც ამას ვამბობ და ნურავინ იფიქრებს თითქოს აღფრთოვანებული ვიყო ამით. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

შემეკითხეთ? გპასუხობთ - სხვა ამათ არაფერი არ უშველით. ამათ სხვა ენა არ იციან. ამათი ენა არის ერთადერთი - მრისხანება, ჩვენც იგივე ენაზე უნდა ველაპარაკოთ და არა ისე, რომ გაზეთებში ენის მოქავებით გაგვყავდეს დრო. მე, ძირითადად, სამწუხაროდ, ამით ვარ დაკავებული, ეს მათი ენაა და სხვა ასპარეზი არა გვაქვს ახლა. რა ვქნათ? სიმათლე მაინც უნდა ითქვას და ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ნიკოლოზ რურუა არის მკვლელი. მე, გოგა ხაინდრავა, ვამბობ ამას, მე ვიღებ ამას ჩემს თავზე, - დიახ, ნიკა რურუა მკვლელია. ვიცი, ამ განცხადებას საფრთხე მოჰყვება იმიტომ, რომ მკვლელებთან მაქვს საქმე და ვიცი, რაზე არიან ესენი წამსვლელი, მაგრამ ეს უნდა ითქვას. რატომ გიკვირთ რურუამ რომ რობიკოს გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა? ეს ადამიანი ქილერია და თეატრს რომ მოკლავს, ხელოვნებას რომ გაანადგურებს, ეს გასაკვირი იქნება?

ეს კაცი აბსოლუტურად უწიგნურია. ჩემი სტუდენტი იყო და ვიცი, რისი გამკეთებელია. კინო მომენატრაო - ჰკითხე ერთი, როდის სჭერია ხელში კამერა და როდის გადაუღია კინო. ჰკითხე, რა, ჩემგან!

რა ვიცი, დახვეწილი, ინტელიგენტი ადამიანის შთაბეჭდილებას კი სტოვებს ეს რურუა და…

- კი, „ბაბოჩკით” დადის, მაგრამ ალ კაპონეც „ბაბოჩკით” დადიოდა და მთელი მაფიოზები ამერიკაში და იტალიაში „ბაბოჩკებით” დადიან, ასეა, ჩვენ ვცხოვრობთ ტელევიზიით. ვუყურებთ და გვგონია ვიღაცა, მაგრამ ბევრმა არ იცის, ვინ ვინ იყო, იყო და რას წარმოადგენდა. თუმცა არის ხალხი, ვინც იცის, რა საქმეები აქვს ჩადენილი, მშვენივრად ახსოვს ყველას და გვახსოვს რისი მოქმედი იყო ეს ადამიანი.

უნდა გითხრათ, რომ ყველაზე სასტიკი გამწარებული, გაუბედავი ადამიანის ბუნტია და მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ბუნტის უფლება ნებისმიერ საზოგადოებას აქვს საერთაშორისო კანონმდებლობით.

ყველაზე კარგი გამოსავალი არჩევნებია, მაგრამ ეს საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია და არც გააკეთებს. ვის დაუთმია საქართველოში ხელისუფლება ამათ რომ დათმონ?

ამაში ეხმარებათ ვანო მერაბიშვილის ზონდერები - სახელისუფლო არხების ე.წ. ჟურნალისტები. ისინი წამლავენ ხალხის გონებას დეზინფორმაციით. ესენი ჟურნალისტები კი არა, შსს-ს ყველაზე სამარცხვინო განყოფილების თანამშრომლები არიან. როცა მაგათზე ვლაპრაკობ, არ ვლაპარაკობ, როგორც ჟურნალისტებზე და რამდენჯერ მაქვს თქვენთვის ნათქვამი - ნუ განიხილავთ კოლეგებად. თუ განიხილავთ, ე.ი. თქვენ იმათი კოლგები ყოფილხართ - შსს-ს თანამშრომლები.

მერაბიშვილი რომ ქვეყნის მომავალი იქნება, ეს უწიგნური, ესა, იმ ქვეყანას რა მომავალი უნდა ჰქონდეს, თვითონ განსაჯეთ.

შეიძლება რუსეთის დაზვერვაზე მომუშავე ადამიანი ქვეყნის ხერხმალი იყოს?

- არ უნდა დაფიქრდეთ ამაზე, ქართველებო? - ჰოდა, თუ არ დაფიქრდებით, რურუები, მერაბიშვილები, სააკაშვილები ისხდებიან თქვენს კისერზე წურბელებივით.

თქვენს კისერზე არ ზიან?

- ჩემზე არც ისხდნენ და ვერც დასხდებიან ვერასდროს, იმიტომ, რომ ხმას მაინც ვიღებ, არ ვარ დამუნჯებული. ყველაფერი წამართვეს, შიმშილის ზღვარზე დამაყენეს, მაგრამ მე განათლება მაქვს, პროფესია, ვშრომობ მთელი ცხოვრება და შემიძლია სადაც წავალ, იქ ვიცხოვრო კარგად მაგრამ ესაა ჩემი მიწა და აქ მინდა ვიცხოვრო. ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ.