„ჩვენ სულ ეგ შეცდომა მოგვდის - სამართლიანობას ვითხოვთ ევროპისგან, მაგრამ სად ნახეთ, რომ ევროპა სამართლიანი იყო?!“

„ჩვენ სულ ეგ შეცდომა მოგვდის - სამართლიანობას ვითხოვთ ევროპისგან, მაგრამ სად ნახეთ, რომ ევროპა სამართლიანი იყო?!“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ აშშ-მა აიძულა ევროკავშირის ქვეყნები, საქართველოს მთავრობისთვის გადაეცათ დემარში, რაც არ ნიშნავს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ უკმაყოფილებას და პროტესტს. მაგრამ, შეიძლება ვივარუდოთ, რომ ასეთი სასინჯი ნაბიჯი ევროპამ ამერიკის გავლენით გადადგა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაბორტი საქართველოს აეროპორტებში არ დაეშვება. ამის მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცე-პრემიერს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან დემარში გადასცეს. ეს მაშინ, როდესაც ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით. ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური ქვეტექსტი რა არის?

რამაზ საყვარელიძე: სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი ევროპისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს, ევროპა თვითონ არის დაინტერესებული საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობით. მოგეხსენებათ, რომ სატრანზიტო ხაზები ევროპისკენ მიდის და ევროპისკენ მიდის ჩინეთისა და ინდოეთის ტრანზიტი, უზარმაზარი ტვირთები.

გამოდის, რომ თვითონ ევროპას არ აინტერესებს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს?

- სწორი კითხვაა და ამიტომ არის გაუგებარი ევროპის ნაბიჯი. როდესაც ანალოგიურ დაპირისპირებას ვაწყდებით ამერიკიდან მეტ-ნაკლებად გასაგებია, შორს არის ამერიკა კონტინეტური პროცესებიდან, არ აწუხებს ეს საკითხები და თავს უფლებას აძლევს, რომ იყოს დაპირისპირებული, მაგრამ ევროპის მხრიდან არის გაუგებარი. მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი საყვედურები მოვისმინეთ ამერიკელებისგან, რომ რუსეთთან ნორმალიზაციის დრო არ არის და ა.შ. ამ ლოგიკიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკული მხარე, თუ შეიძლება ითქვას, მიაწვა ევროპელებს და ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ბოლომდე მიიყვანენ ამ უკმაყოფილებას და პროტესტს. მაგრამ, შეიძლება ვივარუდოთ, რომ ასეთი სასინჯი ნაბიჯი ევროპამ ამერიკის გავლენით გააკეთა.

თუ ვივარაუდებთ, რომ ამერიკის გავლენა არ ყოფილა და თვითონ ევროპელებმა და ამდენმა ქვეყანამ გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობის გართულება, ეს უკვე ადასტურებს, რომ ღიად ითხოვენ სანქციების დაწესებას?

- კი, ბატონო, მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარობა აქვს ევროპულ პოლიტიკას. ეტყობა, მას პრაგმატიზმი დაკარგული აქვს და თავისივე რიტორიკას არის აყოლილი, თორემ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგ პოლიტიკას ევროპული ქვეყნები თავისთან არ ატარებენ. ჩვენ შეიძლება იგივე მიზეზით გვიბედავენ, რის გამოც გაგვიბედეს კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ხომ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვქონოდა და გადაწყვიტა იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ საქართველო სადღაც შორს არისო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დგას ეს საკითხი ევროპულ პოლიტიკურ დღის წესრიგში?

- შეიძლება და ვიმეორებ, არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელების ღვაწლიც იყოს მაგაში, რომ ეს შორს მყოფი საქართველო, ისევ და ისევ, დარჩეს ევროპული ქუდის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ რუსული გავლენის ქვეშ მოექცევა და მათ შორის ტრანზიტიც. ჩვენ ხომ არ ვიცთ ამ ტრანზიტთან დაკავშირებით რა ტიპის ვაჭრობები მიდის ქვეყნებს შორის.

მე, მაგალითად, არ ვიცი და შესაძლოა, ასეთი მოდელია შეთავაზებული - აი, ჩვენ უკრაინაში, ევროპულ ზონაში შევალთ და თქვენ, თქვენს ტრადიციულ ზონაში, კავკასიაში გაატარეთ თქვენი სურვილი, თქვენი ნება, თქვენი პოლიტიკა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მოდელი მუშაობდეს, რაც უფრო ლოგიკური იქნება, მაგრამ ვიმეორებ, ლოგიკური იქნება საკმაოდ მცირე დოზით და ვადით. იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, თუკი ასეთი დათმობა გააკეთა ევროპამ რუსეთის მიმართ, ამას შემდეგ რა მოჰყვება. ჩვენ რა ბედი გვეწევა ეს კიდევ ცალკე თემა არის.

როგორც ცნობილია, ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით. 2022 წელს რუსეთის საჰაერო მოძრაობის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში, როგორც შიდა, ისე ტრანზიტული ფრენებიდან, 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო...

- ჩვენ შეიძლება ეგ შეცდომა მოგვდის სულ, რომ სამართლიანობას ვითხოვთ ევროპისგან, მაგრამა სად ნახეთ, რომ ევროპა სამართლიანი იყო?!

აქედან თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ნაწილში ისევ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და საქართველოს არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს?

- თუ მოგვცეს, მოგვცემენ თავისი ინტერესის გამო. თუ არ მოგვცეს, არ მოგვცემენ ასევე თავისი ინტერესის გამო, თუკი ისინი რუსეთთან უფრო რთულ ურთიერთობაში არიან და თუკი მათ სურთ რუსეთის გულის მოგება. ნუ დაგვავიწყდება საბჭოთა კავშირი რომ დაიშლა, დასავლეთი დათანხმდა იმას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მაკონტროლებელი და პასუხისმგებელი ისევ რუსეთი ყოფილიყო. კი არ წაართვეს ეს სივრცე, არამედ გავლენა დაუტოვეს რუსეთს და ამ ტენდენციის ნაწილი იყო ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ფაქტობრივად, რუსეთისთვის დატოვებული სივრცე იყო საქართველო, განსხვავებით უკრაინისგან. ასე რომ, ეს ინერცია გრძელდება. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მის მიმართ ინტერესებიც უფრო დიდი აქვს ნებისმიერ სხვა რეგიონს, მათ შორის ევროპას.

trampi ·
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.
მუხრან მაჭავარიანი
10 თვის უკან
trampi და კიდევ ევროპაა???


~ფანდარასატ!!!!!!!!!!!!!
10 თვის უკან