ესპანეთის ლიგა ენდესას 34-ე, ბოლო ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა, რომელთანაც პირველი პერიოდი 8 ქულით წააგო, მაგრამ მაინც ადვილად გაიმარჯვა.
კანარიელებმა მომდევნო სამ მეოთხედში მეტოქე დაჩაგრეს და საბოლოოდ 92:69 აჯობეს.
გიორგი შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 აღმოჩნდა.
„ლენოვო ტენერიფემ“ რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე, 24 მოგებით და 10 წაგებით დაასრულა. ახლა კი, ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.