ბარსელონელებმა კატალონიის დამოუკიდებლობა მოითხოვეს.
დაახლოებით ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით "კატალონია - ახალი სახელმწიფო ევროპაში".
ეს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ისტორიაში ერთ-ერთი ხალხმრავალი აქცია იყო.
დემონსტრაციის მონაწილეებმა ესპანეთის დროშაც დაწვეს.
მათი თქმით, კატალონია მადრიდისთვის მეწველ ძროხად გადაიქცა და უფრო მეტი შეაქვს ესპანეთის ბიუჯეტში, ვიდრე იქიდან იღებს.