ნიკოლოზ სამხარაძე: შუალედური არჩევნები ჩატარდა საქართველოში, მათ შორის პარლამენტის წევრი აირჩიეს და იქაც კარგად გამოჩნდა სად დგას ხალხი

ნიკოლოზ სამხარაძე: შუალედური არჩევნები ჩატარდა საქართველოში, მათ შორის პარლამენტის წევრი აირჩიეს და იქაც კარგად გამოჩნდა სად დგას ხალხი

ევროკომისია არის ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც პირდაპირი და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. შესაბამისად, თუ ევროკომისიას არ მიაჩნია, რომ ხელისუფლება წარმოადგენს ხალხს, ეს ყოველდღიური ურთიერთობაც არ იქნებოდა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, გაკეთებული ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან. ჩვენ ვიცით ასეთი ევროპარლამენტარები, რამდენიმე ევროპარლამენტარია, რომელიც მუდმივად აქტიურობს ამ მიმართულებით. ახლა გაჩნდა ტენდენცია, რომ ხალხი დგას ცალკე და ხელისუფლება დგას ცალკე. ცოტა ხნის წინ შუალედური არჩევნები ჩატარდა საქართველოში და მათ შორის პარლამენტის წევრი აირჩიეს და იქაც კარგად გამოჩნდა, სად დგას ხალხი. შესაბამისად არ მიმაჩნია, რომ ამას რაიმე გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს აღმასრულებელ სტრუქტურებში. პოლიტიკოსები თავისუფალი ხალხია, მათ რას სურთ იმას განაცხადებენ. მათ არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო და მე მათ პოლიტიკურ გემოვნებას ვერ შევუცვლი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.