საქართველოს ჯეიმს აპატურაი სტუმრობს. უსაფრთხოების გამოწვევებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე რამდენიმე მიზეზით ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, რეფორმებს, რომელსაც საქართველო ატარებს და ნატოს პროგრამას მეცნიერებისა და უსაფრთხოების გაღრმავებისათვის.
აპატურაიმ მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.