მამუკა მდინარაძე: ფრიდონ ინჯიას მიერ დაანონსებული LGBT პროპაგანდის შეზღუდვის კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება

მამუკა მდინარაძე: ფრიდონ ინჯიას მიერ დაანონსებული LGBT პროპაგანდის შეზღუდვის კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება

ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაცმოძრაობა“, მისი კლასტერი და ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, რომ ასეთი კანონის მიღება არ განიხილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ფრიდონ ინჯიას მიერ დაანონსებული LGBT პროპაგანდის შეზღუდვის კანონპროექტის მიღება. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის, მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორეა პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო LGBT პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელს თავის ნარატივს და მესამე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან - არა. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაცმოძრაობა“ მისი კლასტერი და ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, რომ ასეთი კანონის მიღება არ განიხილება“, - აღნიშსნა მდინარაძემ.

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აპირებენ კანონპროექტის მომზადებას, რომელიც LGBT პროპაგანდას შეზღუდავს.