მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არ ყოფნასთან დაკავშირებით

მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არ ყოფნასთან დაკავშირებით

არ შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არ ყოფნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს ინიციატივა არ არის მართებული. თუკი მთელ ამ ისტორიაში რაიმე არაკონსტიტუციურია, ალბათ ეს არის მთავარი რამ, რომ ინიციატივა წინააღმდეგობაში ექცევა კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. არ შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არ ყოფნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ოპოზიცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოთი ემუქრება. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომიისისთვის ბრძოლას სწორედ საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავენ.