რატი იონათამიშვილი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე: ვიდრე უხერხულ კითხვებს დასვამენ, ჯერ საზოგადოებას ჰკითხონ და არა მავნებელ ადამიანებს

რატი იონათამიშვილი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე: ვიდრე უხერხულ კითხვებს დასვამენ, ჯერ საზოგადოებას ჰკითხონ და არა მავნებელ ადამიანებს

ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ისინიც მათი დანაშაულების თანამოზიარენი ხდებიან. როდესაც მსგავს, უხერხულ კითხვებს დასვამენ, ჯერ საზოგადოებას ჰკითხონ და არა იმ ადამიანებს, რომლებიც მავნებლები არიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

„ძალიან მკაფიო პასუხი აქვს ჩვენს საზოგადოებას, ვინ არის მავნებელი. ვინც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინც კორტების, გირგვლიანისა და სხვა უმძიმესი საქმეები შექმნა და ვინც ზუსტად ჩვენი ქვეყნის მტრობისა და ღალატის მხარეს იდგა, ის არის მავნებელი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს“.