პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა 2-5 მაისს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა.
„ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან საქართველოში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა განვიხილოთ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ის პროცესი, რა პროცესიც მიმდინარეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გასაღრმავებლად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია. დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრებთან. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.