თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

ადვოკატის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს არ ჰქონია შეხება გარდაცვლილის კუთვნილ ტელეფონთან და შუბითიძეს არ ჩაუტარებია ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რაც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.