კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერით ეხმიანება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ამ უკანასკნელმა დღეს მიმართა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს, რომელმაც დღეს თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი "გარედან ეხმარება მავნებლებს, რომ სტატუსის ვერმიღების გეგმა განხორციელდეს".
"ვიოლა ფონ კრამონი მამუკა მდინარაძეს: "მავნებლები" ვინ არიან?
მმართველი პარტია და მთავრობა?"
ეს შეკითხვა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს თავხედი ქალი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ! წარმოგიდგენიათ ქართველმა დეპუტატმა მსგავსი რამ იკადროს გერმანიაში?!"