გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციაც კი გაოცებული იყო, ისეთი ციფრები დაწერა „აირაიმ“ - ეს იყო ხელოვნურად მოგონილი ციფრები

გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციაც კი გაოცებული იყო, ისეთი ციფრები დაწერა „აირაიმ“ - ეს იყო ხელოვნურად მოგონილი ციფრები

ეს შუალედური არჩევნები კიდევ ერთი პასუხია იმ აბსურდული, უსაფუძვლო, ხელოვნური და მოგონილი ციფრებისა, რომელიც გასულ კვირას „აირაიმ“ აუწყა საზოგადოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციაც კი გაოცებული იყო, ისეთი ციფრები დაწერა „აირაიმ“.

„მოქალაქეთა აქტივობამ აჩვენა, რომ გაზრდილია როგორც არჩევნებზე მიმსვლელთა, ასევე პირდაპირ პროპორციულად გაზრდილია კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა.

ჩვენ ავიღეთ მონაცემები, თუ რამდენი მხარდამჭერი იყო „ქართული ოცნების“ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში და ახლა რამდენი მივიღეთ და ვნახეთ, რომ დიდ წილად არის გაზრდილი მხარდამჭერთა რაოდენობა. ამიტომ, ეს შუალედური არჩევნები კიდევ ერთი პასუხია იმ აბსურდული, უსაფუძვლო, ხელოვნური და მოგონილი ციფრებისა, რომელიც გასულ კვირას „აირაიმ“ აუწყა საზოგადოებას. რადიკალური ოპოზიციაც კი გაოცებული იყო, ისეთი ციფრები დაწერა „აირაიმ“ - ეს იყო ხელოვნურად მოგონილი ციფრები. ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ, ძალიან ღირსეული პასუხი გასცეს, თუ რა პოლიტიკას, ვის მხარეს ირჩევენ ისინი და რა არის მნიშვნელოვანი მათთვის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.