პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.
„რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მათ შორის სამხედრო ალიანსების კუთხით, ამაზე „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი მიზანი და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მეორე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა არის ყველაზე მჭიდრო. 2014 წლიდან ჩვენ ვართ „გაფართოებული შესაძლებლობების“ მონაწილე. სხვათა შორის, მონაწილე შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, მეხუთე ვიყავით, რომელიც არაწევრი ქვეყანაა ნატოსი და მჭიდრო ურთიერთობები გვქონდა სწორედ ამ გაფართოებული ჯგუფის სახით. არა უკრაინას, არა მოლდოვას, რომელსაც მართლაც ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, არამედ საქართველო 2014 წლიდან ამ ჯგუფის წევრია და იცით, რომ ამ ჯგუფიდან ორი უკვე გახდა ნატო-ს წევრი და ერთიც მალე გახდება. საქართველო იყო ყველა საერთაშორისო მისიაში მოწინავე, სხვათა შორის ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.