ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩვილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩვილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ახალშობილი იპოვეს.

ჩვილი 10 დღის გოგონაა და გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „იმედინიუსს“ განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.