ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია

მე ამ თემაზე სიღრმისეულ კომენტარს არ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს ზოგადად, მე მოვერიდები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა ეს ყველაფერი უცნაური იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა.