მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ამის შემდეგ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ჩაერთვებიან ომში და გაწირავენ ამ ქვეყანას სხვისი ინტერესებისათვის

რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა და ქაოსი. ამის შემდეგ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრდება, ჩაერთვებიან ომში და გაწირავენ ამ ქვეყანას სხვისი ინტერესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ხალხის ინტერესების დასაცავად არის არჩეული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია, დაიცვას ხალხის ინტერესი - არ იყოს ომი და ქაოსი, ეს ქვეყანა არ გახდეს პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ - ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, ამ გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით აუცილებლად“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს მზად და იყოს სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.