საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ეს უნდა ყოფილიყო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამის მცდელობა ჩვენ უკვე ვიხილეთ, და, სამწუხაროდ, არსებობს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება გარკვეულმა ძალებმა 2024 წელსაც სცადონ ამის გაკეთება, იმიტომ რომ სხვა გზით მათ თავადაც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ერთადერთი საკამათო, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს მეგობრებთან „ხალხის ძალიდან“, არის ის, თუ რა დოზით შეიძლება გამოვიტანოთ ამბები გარეთ. ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვათ იმაზე, რაც უკვე ვიხილეთ ამ ქვეყანაში. 2020 წელი იყო საარჩევნო წელი და არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის წელი. გახსოვთ ალბათ ISFED-ის მიერ გაყალბებული მონაცემები და საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ეს უნდა ყოფილიყო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამის მცდელობა ჩვენ უკვე ვიხილეთ, და, სამწუხაროდ, არსებობს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება გარკვეულმა ძალებმა 2024 წელსაც სცადონ ამის გაკეთება, იმიტომ რომ სხვა გზით მათ თავადაც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ქართველი ხალხის ძალისხმევითა და მხარდაჭერით 2024 წელსაც მარტივად გადავლახავთ ამ გამოწვევას
მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნონ და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ქართველ ხალხს „ნაცმოძრაობის“ აგენტოკრატია თავს მოახვიონ.