ოსიმენი: „დიდი საქმეების დრო მოდის“

ოსიმენი: „დიდი საქმეების დრო მოდის“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ ბრუნდება მუდმივად მშობლიურ ნიგერიაში. ფეხბურთელმა აღიარა, რომ სურს ბავშვებს მაგალითით აჩვენოს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია და ასევე თქვა, რომ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

„რატომ ვბრუნდები ლაგოსში? თუნდაც იმისთვის, რომ ბავშვებს დავანახო, ყველაფერი შესაძლებელია. პრობლემა ისაა, რომ არავის სჯერა საკუთარი შანსების, ოცნებების.

ან შენ თვითონ გააკეთე, ან ყველაფერი დამთავრდება. ვერავინ დაგაჯერებს, ვერავინ გიბიძგებს. ეს არის ის, რისთვისაც ვგეგმავ ინვესტიციას. მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ დიდი საქმეების დრო მოდის. ”- ციტირებს ოსიმენის სიტყვებს L'Equipe.