ვეტერანი მსაჯი:

ვეტერანი მსაჯი: "ლეაუ თამაშის წესს არღვევდა, პენალტი იყო და VAR-ი ამიტომ არსებობს"

„ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩის შემდეგ მსაჯის მუშაობა ვეტერანმა არბიტრმა ლუკა მარელიმ შეაფასა, რომელმაც პირველ ტაიმში არდანიშნულ პენალტზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შიმონ მარჩინიაკმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ პირველ რიგში VAR-მა, რადგან რაფაელ ლეაუს მხრიდან თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო.

„ლოზანოს წინააღმდეგ სუფთა პენალტი იყო. მოედნიდან შესაძლოა მსაჯი შეცდეს, ვერც ასისტენტი დაეხმაროს, რადგან არ ჰქონდეს მხედველობის კარგი არეალი, მაგრამ VAR-ი სწორედ ამისთვისაა. საუბარი არ არის კონტაქტის ინტენსივობის შეფასებაზე, აშკარაა, რომ ლეაუმ ბურთი კუთხურზე გადააგდო, მაგრამ ამავდროულად აშკარაა, რომ ბურთის გადაგდებამდე ლოზანოს ფეხში ჩაარტყა, რომელიც წაიქცა. VAR-ი უნდა ჩარეულიყო“, - თქვა მარელიმ.

კიდევ ერთმა ვეტერანმა მსაჯმა, გრაციანო ჩეზარიმ კი ეს ეპიზოდი მოკლედ დაახასიათა: მსაჯის წარმოუდგენელი შეცდომა.