მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უხარია „მილანის“ წარმატება, მაგრამ „ნაპოლისაც“ დიდ პატივს სცემს.
„დიახ, მახსოვს „მილანი“ ბოლოს ნახევარფინალში როდის იყო, 2007 წელს... ათენამდე. დიდი მიღწევაა „მილანისთვის“ ვულოცავ მთელ კლუბს და მალდინის. მაგრამ ასევე ვაფასებ „ნაპოლის“, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს, ისინი ახლოს იყვნენ ნახევარფინალთან და წელს საუკეთესო იტალიური გუნდია. მომდევნო სეზონში კიდევ ეცდებიან“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი თავის დროზე „მილანსაც“ ავარჯიშებდა და „ნაპოლისაც“. იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი მადრიდის „რეალიც“ ნახევარფინალშია, სადაც „მანჩესტერ სიტის“ ან „ბაიერნს“ შეხვდება.