ბექა ოდიშარია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ანასხლეტებით ყველაფერს ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია მოახერხოს

ბექა ოდიშარია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ანასხლეტებით ყველაფერს ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია მოახერხოს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ანასხლეტებით ყველაფერს ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, რამენაირად დისკრედიტაცია მოახერხოს ევროინტეგრაციის პროცესის, რის უფლებასაც ჩვენ მათ არ მივცემთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ეს არის განუყოფელი ნაწილი მათი მავნებლური დღის წესრიგის, რომ რამენაირად მოახერხონ სასამართლოს დამოუკიდებლობის დისკრედიტაცია, რომელიც, უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულ დადებით შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ჯერ ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ კი კენჭი უყარონ.