საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში ინგლისურ „ლივერპულს“ დაუკავშირეს. ამასთან დაკავშირებით Telecaprisport-ის ჟურნალისტმა ანტონელო გალომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიათი პირადად იურგენ კლოპია დაინტერესებული და შესაძლოა, უახლოეს მომავალში მხარეებს შორის უშუალო კონტაქტი შედგეს.
„ლივერპულის“ ინტერესის შესახებ კვარაცხელიას მიმართ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ინგლისელებმა კოლეგებმა გაავრცელებს. ვარაუდობენ, რომ მისი ტრანსფერი იურგენ კლოპმა მოითხოვა. ქართველის სურვილია, რომ „ნაპოლიში“ დარჩეს, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უშუალო კონტაქტი იქნება „წითლების“ გერმანელ მწვრთნელთან, რომელსაც მომდევნო სეზონისთვის გუნდის განახლება სურს“, - განაცხადა გალომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.