იტალიური მედია: კვარაცხელიამ შესაძლოა

იტალიური მედია: კვარაცხელიამ შესაძლოა "ვერონასთან" დაისვენოს

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლი“ „ვერონას“ უმასპინძლებს და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყოს.

Gazzetta Dello Sport-ი ვარაუდობს, რომ ლუჩანო სპალეტი „მილანთან“ მატჩის წინ როტაციას აპირებს. კვარაცხელიამ შეიძლება თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყოს, რომ „როსონერისთან“ გაცილებით მნიშვნელოვანი თამაშის წინ დაისვენოს. კვარას გარდა, როტაცია წესით სტანისლავ ლობოტკას და ჯოვანი დი ლორენცოს შეეხებათ.

რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგალითად, რამდენიმე იტალიური გამოცემა საპირისპირო ცნობას ავრცელებს და კვარაცხელიას ისევ ძირითად შემადგენლობაში ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ოფიციალური დებიუტი სწორედ „ვერონას“ წინააღმდეგ ჰქონდა. ქართველმა მიმდინარე სეზონის პირველ ტურში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

„ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.