„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მილანთან“ 0:1 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა და მას მაღალი შეფასებები არ მიუღია, მაგრამ „ნაპოლიდან“ ერთ-ერთი ის გამოარჩიეს.
Tuttonapoli 6 ქულა: „შეტევაში ყველაზე სახიფათო კაცია, ალბათ, ერთადერთი, რომლისაც სტადიონს ეშინია, მაგრამ მზა მომენტი ვერ გამოიყენა და ვერ მოახერხა მატჩის სრულად შეცვლა. „მილანმა“ ორმაგი მეურვეობით ითამაშა, მაგრამ მაინც იპოვა გზა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე გაეყვანა ან სახიფათო მოქმედებაში დაეტოვებინა“.
Eurosport 6 ქულა: „წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა პირველივე წუთზე, მაგრამ კრუნიჩმა მისი დარტყმა დაბლოკა. როდესაც ის სივრცეს პოულობს, ამტკიცებს, რომ შეიძლება დამანგრეველი იყოს, მაგრამ ხშირად ორმაგად მეურვეობენ და ყველაფერი რთულდება“.
Sport.virgilio 6 ქულა: „მობილური, მოქნილი, მზაკვრული. ქართველის თამაში საუკეთესო მეთოდით იწყება: სლალომებით. ეგრევე ჰქონდა ჰქონდა საგოლე მომენტი. კრუნიჩი მის წინააღმდეგ არ დანებდა. მეორე ტაიმში კვლავ ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელებისგან ცუდი დახმარება ჰქონდა“.
Calciomercato.it 5.5 ქულა: „მისი თამაში თავიდანვე განპირობებული გახდა: 90-ე წამზე დიდებული შანსი გაანიავა. მეორე ტაიმის სტარტი კარგი ჰქონდა“.
Sportmediaset 5 ქულა: „წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა მეორე წუთზე და მერე ვეღარ დაბრუნდა. კრუნიჩს დახმარებით კალაბრიამ ძალიან კარგად შეაჩერა, ის პრაქტიკულად ვერასდროს ატყუებს მეტოქეს და ვერ ახერხებს თავი სახიფათო გახადოს“.
Goal Italia 5.5 ქულა: „ეს მისი დიდი საღამო უნდა ყოფილიყო, სამაგიეროდ კი კალაბრიამ შეაჩერა, კარის წინ პირველივე წუთზე დაშვებული შეცდომა კი ძალიან მძიმედ იწონის“.
Calcionapoli1926 6 ქულა: „ცდილობს გუნდი დამუხტოს, მაგრამ მარტო იბრძოდა“.
Calciomercato 6 ქულა: „შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, რომელიც „მილანის“ დაცვის კედლის წყალობით გაფლანგა „ნაპოლის“ ნაპერწკლები მისი თამაშიდან გამოდის“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 33 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლისა“ და „მილანის“ საპასუხო მატჩი ნეაპოლში 18 აპრილს, გაიმართება და ნახევარფინალისტის ვინაობაც.