ვინისიუსი რასიზმზე: „ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და განათლებას უკავშირდება

ვინისიუსი რასიზმზე: „ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და განათლებას უკავშირდება"

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუსმა, ფეხბურთში რასიზმის თაობაზე ისაუბრა.

რვა წლის ასაკიდან, როცა ჯერ კიდევ „ფლამენგოში“ ვთამაშობდი, პროვოკაციებს ვაწყდები. 18 წლისა ბრაზილიიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში წავედი. ვსწავლობდი, ვმუშაობდი სახლშიც და კლუბშიც. ახლა, როცა 22 წლის ვარ, 200-ზე მეტი ჩატარებული მატჩის შემდეგ, ნორმალურია, უკეთ ვითამაშო.

რასიზმი? ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, განათლებას უკავშირდება. სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვიმედოვნებ, რომ ლა ლიგა იპოვის სწორ გამოსავალს.“- ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს.Relevo.

22 წლის თავდამსხმელი მადრიდის „რეალში" 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში მან „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შასრულა.