საქართველს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველმა, საბა საზონოვმა, საკუთარ ავტომობილზე ისაუბრა. მოთამაშე 1987 წლის Toyota Chaser-ით მოძრაობს.
„დიახ, მანქანა 1987 წლისაა. ყველა სხვა სათადარიგო ნაწილიც ორიგინალია - მიყვარს ძველი იაპონია. მე, როგორც ჩემი მშობლები, თუ რამეს ვაკეთებ, ვცდილობ, იდეალურად გავაკეთო. მანქანა ყოველთვის გაკრიალებულია. შეგიძლიათ მუმი ნგმალოს ჰკითხოთ (საბას კამერუნელი თანაგუნდელია), ვესტუმრე. სეირნობისას ყველა გვიყურებდა და ფიქრობდა: „ჯანდაბა, ვინ არიან ესენი?"
ხალხს ვახალისებ. ყოველთვის მისიგნალებენ და მოწონების ნიშნად ცერს მაჩვენებენ. უცხო ადამიანები ჩერდებიან, ფანჯრის დაწევას მთხოვენ და ამბობენ: „რა მაგარია! ეს რა არის?"
ისეთებიც კი, რომლებმაც ბევრი რამ არ იციან მანქანების შესახებ, აღფრთოვანებით უცქერენ ჩემ „ლურჯას.“ ამ სახელში დიდი მნიშვნელობაა ჩადებული. ქართველები გამიგებენ“ - ციტირებს საბას სიტყვებს Sport24.