„ლესტერმა“ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისელი დინ სმიტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
52 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მისი ბოლო სამუშაო ადგილი „ნორვიჩი“ გახლდათ 2021/2022 წლების სეზონში.
სმიტის შტაბში იქნებიან კრეიგ შექსპირი, რომელიც „ლესტერს“ 2017 წელს წვრთნიდა, და ჯონ ტერი.
„მელიებმა“ ბრენდან როჯერსი 2 აპრილს გაათავისუფლეს. 49 წლის სპეციალისტი „ლესტერ ში“ 2019 წლის თებერვლიდან მუშობდა.. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო.
„მელიები“ 30 მატჩის შემდეგ 25 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე არიან.