ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის გარეშე სხვა გუნდია.
ის ასევე ფიქრობს, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის გარეშე შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიასაც გაუჭირდეს „აძურის“ რიგებში თამაში.
„ბოლო პერიოდში „ნაპოლი“ ისეთი კარგი არ იყო, როგორიც ადრე, ოსიმენის გარეშე იგივე გუნდი არ არის. მეორე მხრივ, „მილანი“ ყველაზე ცუდი მეტოქეა, რომელიც შეიძლება შეხვედროდა.
ოსიმენის და კვარაცხელიას გაყიდვა ზაფხულში? ოსიმენის გარეშე „ნაპოლი“ კარგი გუნდია, მასთან ერთად კი დაუმარცხებელი. შეიძლება მის გარეშე კვარაცხელიასაც გაუჭირდეს. თუ ზაფხულში კარი წინადადებები იქნება, ყველაფრის შეფასება შესაძლებელია“, - თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ პირველი მატჩი 12 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი 18 აპრილს.