„ბარსელონას" ხელმძღვანელობა შიშობს, რომ კლუბის სპორტულმა დირექტორმა,, ჟორდი კრუიფმა, შესაძლოა კლუბი დატოვოს - გვამცნობს Daily Mail.
წყაროს ცნობით, კრუიფის მომსახურებით ინგლისის ჩემპიონატის არაერთი კლუბია დაინტერესებული. ფუნქციონერის კონტრაქტი კლუბთან ამ ზაფხულის ბოლომდეა ძალაში და „ბარსელონა“ შეშფოთებულია, რომ კრუიფმა შესაძლოა პრემიერლიგის რომელიმე კლუბის შეთავაზება მიიღოს.
28 ტურის შემდეგ ბარსელონა 72 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს. გუნდი 13 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს.“