ანჩელოტი:

ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანთან" შეხვედრა მინდა, რადგან ეს გუნდი მიყვარს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბში დარჩენას კონტრაქტის ბოლომდე, 2024 წლის ზაფხულამდე აპირებს.

გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა, სადაც „რეალი“ ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

„რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე მაქვს და მინდა, რომ ამ ხელშეკრულებას პატივი ვცე. ჩემი შვილი უეფას პრო ლიცენზიის კურსს უელსში გაივლის, რომელსაც მაისში დაასრულებს, შემდეგ კი ნებისმიერი გუნდის მწვრთნელობას შეძლებს. ეს არ იქნება „ბაზელი“, რადგან ჯერ გვინდა მუშაობა აქ გავაგრძელოთ. მჯერა, რომ ერთ დღესაც, როდესაც იგრძნობს, რომ მზადაა მთავარი მწვრთნელობისთვის, ამ ნაბიჯს გადადგამს.

ჩემპიონთა ლიგაზე რვავე გუნდს სურს ფინალში გასვლა, ეს არის არაპროგნოზირებადი და რთული ტურნირი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ისევ გამარჯვება. ასეთი ტიპის მატჩებში ფეხბურთელები გრძნობენ ზეწოლას, ისედაც მოტივირებული არიან, ამიტომ არ არის საჭირო სამოტივაციო გამოსვლები.

მალდინისთან საუბარი სტამბოლის ფინალში შეხვედრაზე? ეს უპირველეს ყოვლისა სურვილია, რადგან „მილანიც“ გავიდეს, ეს გუნდი მიყვარს. რეალურად „მილანი“ – „ნაპოლი“ ძალიან დაბალანსებული წყვილია. სტამბოლში მოხვედრა კი ყველა გუნდს უნდა“, - თქვა ანჩელოტიმ.