NBA-ს 2022-2023 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა, შესაბამისად, უკვე გაირკვა ყველა გუნდის ვინაობა, რომლებიც პირდაპირ პლეი-ოფში გავიდნენ და ასევე, პლეი-ინის მონაწილეებიც.
დასავლეთ კონფერენციიდან პლეი-ოფში ითამაშებენ:
„დენვერი“, „მემფისი“, „საკრამენტო“, „ფინიქსი“, „გოლდენ სტეიტი“ და „კლიპერსი“.
აღმოსავლეთ კონფერენციიდან უკვე პლეი-ოფში არიან:
„მილუოკი“, „ბოსტონი“, „ფილადელფია“, „კლივლენდი“, „ნიუ-იორკი“ და „ბრუკლინი“.
თითოეული კონფერენციიდან ორ-ორი გუნდის ვინაობა დარჩა გასარკვევი, ამიტომაც, პლეი-ინის მატჩები გაიმართება.
დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინის ნახევარფინალში „ლეიკერსი“ „მინესოტას“, „ნიუ ორლეანი“ კი „ოკლაჰომას“ გაეჯიბრება.
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინის ნახევარფინალში „მაიამი“ „ატლანტას“, „ტორონტო“ კი „ჩიკაგოს“ შეხვდება.
ამასთან, პლეი-ოფში მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულად დაკომპლექტებული არაა, რამდენიმე წყვილი ცნობილია.
დასავლეთ კონფერენცია
„ფინიქს სანსი“ - „კლიპერსი“
„საკრამენტო კინგსი“ - „გოლდენ სტეიტ უორიორსი“
„დენვერი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე
„მემფისი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე
აღმოსავლეთ კონფერენცია
„კლივლენდ კავალიერსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“
„ფილადელფია“ – „ბრუკლინ ნეტსი“
„მილუოკი ბაქსი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე
„ბოსტონი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე
თავის მხრივ NBA-ს სეზონი უკვე დაასრულეს „დალასმა“, „იუტამ“, „პორტლენდმა“, „ჰიუსტონმა“, „სან ანტონიომ“ (დასავლეთ კონფერენცია), „ვაშინგტონმა“, „ინდიანამ“, „ორლანდომ“, „შარლოტმა“ და „დეტროიტმა“ (აღმოსავლეთ კონფერენცია).