იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა. იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და მან საშუალო შეფასება დაიმსახურა.
Tuttonapoli 6.5 ქულა: „პრაქტიკულად ყველა შეტევაში მნიშვნელოვანია. კარგად უგებს მარიო რუის, მოედანზე ბოლომდე რჩება სიმეონეს იძულებითი ცვლილებიდან გამომდინარე“.
Tuttomercatoweb 6 ქულა: „ნიღბიანი თავდამსხმელის გარეშე გუნდს სათავეში 77-ე ნომერი უდგას და ცდილობს ჩვეულებისამებრ სახიფათო იყოს. თუმცა, „ლეჩეს“ პრესინგი მის ცხოვრებას საკმაოდ ართულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, „აძურის“ გამონათებები მისი დამსახურებაა“.
Tuttonapoli1926 5.5 ქულა: „მას თანაგუნდელები ცოტათი ემსახურებიან და გავლენას ვერ ახდენს. ოთხშაბათისთვის „მილანთან“ სხვა კვარა იქნება საჭირო!“
Eurosport 6 ქულა: „მივეჩვიეთ მის უზარმაზარ ზემოქმედება ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ეხება, ეს თამაში ალბათ უფრო თავგანწირვა იყო. თუმცა, 2:1-ის საგოლე შეტევას ქუსლით შთააგონებს“.
Sportmediaset 6 ქულა: „ჩვეული კვარა არ იყო, ხანდახან ნერვიულობს, როცა „ლეჩეს“ დაცვა მის მიმართ თავაზიანობის გარდა ყველაფერს იჩენს. თუმცა, როდესაც რაღაცას ქმნის, მისი თანაგუნდელები ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ“.
„ნაპოლი“ სერია A-ს 74 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩი კი 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად „მილანთან“ ელოდება. რაც შეეხება სერია A-ს, „აძური“ 30-ე ტურში 15 აპრილს, „ვერონას“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში საკუთარ ანგარიშზე 32 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს.