თემურ თათარაშვილი დააკავეს

თემურ თათარაშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ თათარაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრძანება მოსამართლე მამუკა ნოზაძემ გამოიტანა.

პროცესმა უხმაუროდ ჩაიარა. სასამართლო სხდომის დარბაზი განსასჯელმაც და ადვოკატმაც უკომენტაროდ დატოვეს. დღევანდელი ბრძანების გასაჩივრება 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი.

ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ თათარაშვილს დღესვე თბილისის #5 საპყრობილეში გადაიყვანენ.

მას ბრალად ნარკოტიკული ნივთიერება სუბუტექსის შენახვა-რეალიზაცია ედება ბრალად. პოლიციამ ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ მომღერალი 26 სექტემბერს დააკავა.