2023 წელს ფიფამ სანაკრებო რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა.
ვილი სანიოლის გუნდმა თუ წინა წელი რეიტინგში 78-ე ადგილზე დაასრულა, ამჟამად 77-ე საფეხურზეა. „ჯვაროსნებმა“ ისრაელის ნაკრებს გადაასწრეს.
საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთთან (6:1) და ნორვეგიასთან (1:1) მატჩების შემდეგ 5.53 სარეიტინგო ქულა მიიღო, რაც ერთი პოზიციით წინსვლისთვის გამოდგა საკმარისი.
...74. უზბეკეთი - 1318.36 ქულა
75. ელ სალვადორი - 1318.3
76. ბულგარეთი - 1315.74
77. საქართველო - 1311.51
78. ისრაელი - 1307.41
79. გვინეა - 1305.92
80. ჰონდურასი - 1300.38
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება: ესპანეთის ნაკრები რეიტინგში მე-10, შოტლანდიის ნაკრები 36-ე, ნორვეგიის ნაკრები 44-ე და კვიპროსის ნაკრები 111-ე ადგილზეა.
მოწინავე ათეულში სამი ცვლილება მოხდა და სამივე საუკეთესო სამეულს შეეხო. ყოფილი ლიდერი ბრაზილია ერთბაშად ორი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად მესამე ადგილზეა. სამაგიეროდ, რეიტინგს სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა, ხოლო ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები მეორე პოზიციაზე გადავიდა.
1. არგენტინა - 1840.93 ქულა
2. საფრანგეთი - 1838.45
3. ბრაზილია - 1834.21
4. ბელგია - 1792.53
5. ინგლისი - 1792.43
6. ნიდერლანდები - 1731.23
7. ხორვატია - 1730.02
8. იტალია - 1713.66
9. პორტუგალია - 1707.22
10. ესპანეთი - 1682.85