საუდის არაბეთის კლუბი მესის წელიწადში 400 მილიონს სთავაზობს

საუდის არაბეთის კლუბი მესის წელიწადში 400 მილიონს სთავაზობს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელ ლიონელ მესის საუდის არაბეთის კლუბი, „ალ ჰილალი“ წელიწადში 400 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მესიმ „ალ ჰილალისგან“ ოფიციალური შეთავაზება უკვე მიიღო, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა. პარალელურად, „ბარსელონა“ ფინანსური პრობლემის მოგვარებას და მოლაპარაკებების დაწყებას ეცდება.

თუმცა, „ალ ჰილალმა“ თუ საწადელს მიაღწია, მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთ ჩემპიონატში ითამაშებენ, შესაბამისად, მათი დუელი უკვე აზიაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და სავარაუდოდ, მხარეები თანამშრომლობას არ გააგრძელებენ.