შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩს შეხვდა. მხარეებმა უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის დელეგაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზას დაათვალიერებს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრება. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 18 აგვისტოს დასრულდება.