საპატრულო პოლიციის რებრენდინგი მცხეთა–მთიანეთისა და შიდა ქართლშიც განხორციელდა

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი მცხეთა–მთიანეთისა და შიდა ქართლშიც განხორციელდა

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისის, ბათუმის და კახეთის შემდეგ მცხეთა–მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა–მთიანეთის და შიდა ქართლის მთავარ სამმართველოებს 15 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცა.

აღნიშნული ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მცხეთა–მთიანეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდა“-ს მარკის 9 ახალი ავტომანქანით შეივსო. ასევე, გაფართოვდა მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟები ახლა უკვე დუშეთშიც დაიწყებენ პატრულირებას. შიდა ქართლში კი 16 ახალი ავტომანქანა გაიგზავნა. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისი–გორის ავტომაგისტრალის კილომეტრაჟი გაიზარდა, ხოლო მოძრაობა ცალმხრივი გახდა, საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ მონაკვეთზე ეფექტური მუშაობის მიზნით კიდევ 2 საპატრულო ეკიპაჟი დაამატა.

ორივე რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ელექტროშოკები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.