თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ამერიკელ გენერლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ამერიკელ გენერლებს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელს და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სარდლის მოადილეს, გენერალ რიჩარდ ტრაიონს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მომავალში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გენერლებმა ავღანეთში ქართველების მონაწილეობისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. საუბარი ასევე შეეხო ISAF-ის მისიის მიმდინარეობას და კოალიციის სამომავლო გეგმებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა პოსტ ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ შალიკაშვილის სახელობის მართვის ცენტრი მოინახულა.