2009 წელს პიქსარის დაუვიწყარი ანიმაცია მაღლა გამოვიდა. პირველივე წუთებიდან შეგვიყვარდა კარლისა და ელის ისტორია და ამბის დასასრულმაც ცხარე ცრემლით გვატირა. 14 წლის შემდეგ კარლის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: ჩვენი საყვარელი გმირი პირველ პაემანზე მიდის!
დისნეი ახალ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას უშვებს, სახელად კარლის პაემანი. ანიმაციის პრემიერა 16 ივნისს, პიქსარის Elemental-თან ერთად იგეგმება. ოფიციალურ პოსტერზე კარლი ყვავილებით ხელში ერთგულ ცუგასთან ერთადაა გამოსახული.
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ჩვენი საყვარელი გმირის გარდა მის გამხმოვანებელსაც ეძღვნება — ედ ასნერი 2021 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოკლედ, ივნისისთვის ცხვირსახოცები მზად გქონდეთ, რადგან ეჭვი გვაქვს, ერთი-ორი ცრემლი ყველას გადმოგვიგორდება.