„შესაძლოა, გიგაური, ლომჯარია და ჩუგოშვილი  დასავლეთისთვის დასაყრდეს წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში რეიტინგი არ აქვთ“

„შესაძლოა, გიგაური, ლომჯარია და ჩუგოშვილი  დასავლეთისთვის დასაყრდეს წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში რეიტინგი არ აქვთ“

For.ge-ს სანდო წყარო უყვება, რომ შესაძლოა, ძალიან მალე თამარ ჩუგოშვილმა, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ პოლიტიკური პარტია შექმნან, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. წყაროს მტკიცებით, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის დასავლეთისთვის მთავარი დასაყრდენი ძალა გახდება. წყაროს ინფორმაციით, 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსთაველზე გამოსულ ახალგაზრდების ამ უკონტროლო ძალას, რომელიც სერიოზული ანაგარიშგასაწევია, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები სჭირდება და ამ ლიდერებად სწორედ ეს სამეული შესაძლოა მოიაზრებოდეს.

თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ლელოს“ შეუერთდებოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად ლომჯარიამ არ დაადასტურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლომჯარიას სტუდენტებთან ურთიერთობის არც თუ კარგი გამოცდილება აქვს. 8 მარტს ნინო ლომჯარიას შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ხმაურით წარიმართა. რამდენიმე ახალგაზრდამ აგენტების შესახებ ამერიკულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა და ყოფილ ომბუდსმენს კითხვებით მიმართა, აქვთ თუ არა უფლება იცოდნენ, ვინ აფინანსებს საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს? - ამ კითხვამ სტუდენტების ნაწილი და თავად ლომჯარიაც გააღიზიანა. მან კითხვას არ უპასუხა, კითხვის ერთ-ერთმა ავტორმა კი აუდიტორია პროტესტის ნიშნად დატოვა.

ყოფილი ომბუდსმენი ასევე 10 მარტს ფეისბუკში წერდა, რომ ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“, დემოკრატიული სამყაროს პირისპირ მარტო დარჩნენ. ხელისუფლებამ ლომჯარიას სატატუსი ლიბერალიზმს ამოფარებულ ფაშიზმად შერაცხა.

„ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო „ქართული ოცნებიდან“, ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ, ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ“, - წერდა ლომჯარია.

ამავე პოსტში მან „რუსული პროპაგანდისტული საშუალებები“ უწოდა ტელეარხებს „იმედი“, „პოსტივი“ და „ალტ ინფო“. POS TV-მ ეს პოსტი ბრალდებად აღიქვა და ამ განცხადებაზე, მის მომწონებლებზე და გამზიარებლებზე მასალა მოამზადა.

რაც შეეხება ეკა გიგაურს, ხელსუფლებაში ამბობენ, რომ ის არის სწორედ ის ელიტარული ენჯეოშნიკი, რეომელიც დასავლეთიდან საკმაოდ დიდი თანხებით ფინანსდება და სწორედ მისი და ლომჯარიას დასკვნების მიხედვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოზე ანგარიში მოამზადა. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის „ქართული ოცნების“ სიით პარალმენტის დეპუტატი იყო, რომელმაც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ მმართველი პარტიის რიგები დატოვა. ის ნინო ლომჯარიას საუკეთესო მეგობარია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ახალ საქართველოში ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური კრიზისი იწყება და საკმაოდ დიდი ადგილი თავისუფლდება. ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება და კაცმა არ იცის, რა ხდება, ხოლო დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს თითქმის პულსი აღარ ესინჯებათ. ამიტომ იქმნება შესაძლებლობა, რომ თუ არავის რეიტინგი არ აქვს, იქნება ჩვენ შევძლოთ რაღაც. ამიტომ ლომჯარია, ჩუგოშვილის და გიგაურის, შესაძლო პარტიის შექმნას ძაბირაძე სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს. თუმცა ერთ-ერთ მიზეზად არც 7-9 მარტის მოვლენებს არ გამორიცხავს.

„არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ ქალბატონებთან, უბრალოდ, თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და ისინი რეალურად ფიქრობენ პარტიის შექმნას, ჩნდება კითხვა - რა რეიტინგი აქვთ მათ საზოგადოებაში ისეთი, რომ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში მოხვედრა შეძლონ? კი ბატონო, დავუშვათ, მათზე ფსონს დასავლეთი დებს და პროდასავლური ლიდერების შექმნა სურთ, მაგრამ ეს ხალხი ვისი მხარდაჭერით სარგებლობს, საზოგადოებაში რა დივიდენდები აქვთ? ნუთუ ამ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არ მოიძებნა, რომ იქ შესულიყვნენ და ეს პოლიტიკური ამბიციები დაეკმაყოფილებინათ? ისედაც დაწვრილმანებულ პოლიტიკურ სპეტრს კიდევ უფრო მეტად ჩეხავენ.

ის, რომ შესაძლოა, ეს ქალბატონები დასავლეთისთვის დასაყრდეს წარმოადგენენ და გარკევული დახმარებაც კი გაუწიონ, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მათ რეიტინი ქვეყნის შიგნით უნდა ჰქონდეთ. მათ ეს რეიტინგი ქვეყანაში არა აქვთ. რამდენად შეძლებენ ამომრჩევლის აკრეფას? რა ექნებათ განსხვავებული? იმის ლაპარაკს დაიწყებენ ხელისუფლებაზე, რასაც სხვა პარტიები ისედაც საუბრობენ. თავიანთი რეიტინგისთვის გვერდიდან თუ შეუხედავთ? ცნობადობა რომ აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დადებითი რეიტინგი ექნებათ. ამიტომ მგონია, რომ თუ პოლიტიკაში ჩართვას აპირებენ, არსებული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გააძლიერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შესწორებები მიღებული არ იქნება, ამიტომ ყველა პარტიას 2024 წლისთვის ისევ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ამას კი ენმ-ის და „ოცნების“ გარდა ვერავინ შეძლებს“, - ამბობს ძაბირაძე.

ძაბირაძე ასევე ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, თუნდაც დასავლეთმა ჩათვალა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველზე გამოვიდნენ, ლიდერები სჭირდებათ და ეს ლიდერები სწორედ ლომჯარია, გიგაური და ჩუგოშვილი იქნებიან. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქაც ფსონი ძალიან არასწორად კეთდება, რადგან არავინ იცის ეს ახალგაზრდები რეალურად ამ ადამიანებს მიიღებენ თუ არა. ჩუგოშვილს კიდევ არა აქვს ისეთი წარსული, რომელიც ენმ-თან შესაძლოა დაკავშირებული იყოს, მაგრამ ლომჯარიას და გიგაურის მიმართ ამ კუთხით ბევრი კითხვა ჩნდება. ამიტომ ჯერ არავინ იცის, იმ ახაგაზრდების პოლიტიკური გემოვნება ლომჯარიასა და გიგაურზე თუ გადის.

„დასავლეთში თუ ფიქრობენ, რომ 7-9 მარტს რუსთაველზე გამოჩენილ ახალგაზრდებს ლომჯარია და გიგაური, თუნდაც ჩუგოშვილი სათავეში ჩაუდგებიან, ამის არანაირი გარანტია არ არსებობს. არც ერთ მათგანს არა აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, როგორიც ლიდერს უნდა ჰქონდეს. კი ბატონო, ლომჯარია დასავლეთის რჩეული და ფავორიტია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში დიდი სიმპათიებით ვერ სარგებლობს. ამიტომ დასავლეთს ყოველთვის ფსონი იმ ლიდერებზე ჰქონდათ გაკეთებული, რომლებიც ქართველ ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. როგორც ხელისუფლებაში იტყოდნენ, ეს ქალბატონები ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიან, რომლებიც ქუჩაში 200 კაცის გამოყვანასაც ვერ შეძლებენ, თანაც იმ თემაზე, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. აბა, ლომჯარიამ, გიგაურმა და ჩუგოშვილმა დააანონსონ ასეთი აქცია, მივა ხალხი? ამაზეა საუბარი, თორემ 2%-იანი პარტიები საქართველოში ისედაც ბევრია“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ თუკი ეს სამეული პარტიის შექნას გადაწყვეტს, ის არაფრით გამორჩეული არ იქნება. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ, ალბათ, მათაც პრეტენზია მხოლოდ 2%-იან რეიტინგზე ექნებათ და სხა პატარა პარტიებისგან არაფრით გამორჩეულები იქნებიან.

„თუ ამ სამეულმა პარტია რეალურად შექმნა, ალბათ, მხარდაჭერა, დიდი ალბათობით, დასავლეთიდან ექნებათ და ისინი გარკვეული პოლიტიკური წრეების დასაყრდენი იქნებიან. მე მივესალმები ყველა ახალი პარტიული ჯგუფის შექმნას და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. თუმცა სასურველი იქნება თუ ისინი ანალიზს მოახერხებენ, ქართული ოპოზიციური პარტიები წარმატებას უკვე დიდი ხანია რატომ ვერ აღწევენ. რით იქნება მათი შეთავაზებები და იდეები სხვა პატარა პარტიებისგან განსხვავებული, რა სახის კონკურენციას გაუწევენ და ზუსტად ეცოდინებათ საზოგადოების მოთხოვნა პოლიტიკოსების მიმართ რა არის? თუმცა მეეჭვება მათ ეს შეძლონ, რადგან არც ერთი მათგანი ქართულ საზოგადეობაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. მე უფრო ვფიქრობ, რომ თუ ისინი რეალურად პარტიას შექმნიან, ეს მხოლოდ განპირობებული იქნება იმით, რომ დასავლეთი აქ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალიან სანდო პოლიტიკურ პარტიას შექმნის. მათი მთავარი მიზანი კი ის იქნება, ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკაში კიდევ უფრო მწვავედ დაადანაშაულონ. სხვა რა გათვლა უნდა ჰქონდეთ ამ ფიგურებით, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ისინი ქართული საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობენ“, - ამბობს საყვარელიძე.

ცუგო- კარგია, შექმნან პარტია, მერე დათვალონ წიწილები შემოდგომაზე... მაგრამ, მგონია რომ ამას ვერ გაბედავენ, იციან თავიანთი რეიტინგის შესახებ... ვნახოთ...
1 წლის უკან