„ინტერის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა, კარიერა „ასტონ ვილაში“ გააგრძელოს.
Fichajes-ის ცნობით, ბირმინგემული კლუბის ხელმძღვანელობა თავდამსხმელს გუნდის ლიდერად მოიაზრებს და ფეხბურთელის გარშემო ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ბელგიელი „ინტერში“ იჯარით თამაშობს 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდე. ის ლონდონის „ჩელსის“ ეკუთვნის.
29 წლის რომელუმ მიმდინარე სეზონში „ინტერის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.