შალვა პაპუაშვილი: ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება - დედის გინება პროტესტია?

შალვა პაპუაშვილი: ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება - დედის გინება პროტესტია?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა. მისი განცხადებით, გინებასა და ძალადობას პოლიტიკურ პროტესტად აფორმებენ.

ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება - დედის გინება პროტესტია? ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პროტესტად.

რუსთაველზე ნახეთ, ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა. ეს არის, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად, რაზეც აფრთხილებდა ერთ-ერთი ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები - როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას და მოედო, ზუსტად ასე არის თანამედროვე გაგება ლიბერალიზმის, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღი არის ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ასე შემდეგ.

ჩვენ ვნახეთ ქართველი ე.წ. ლიბერალების, ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ, სოროსის ფონდის თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს [ჩარლი კირკი], ვნახეთ, პარტია ახალის“ თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს ადამიანი. ლიბერალური ფაშიზმი არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მორიგი აქცია გაიმართა - ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა შტაბისა და მედიის მისამართით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.