უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში, რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს და განმარტავს, რომ ქალაქ ჯანკოიში რუსული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მაშინ გაანადგურეს, როდესაც ოკუპანტები მათ სარკინიგზო ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ასევე განმარტავენ, რომ საუბარია რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებისთვის. ასეთი იარაღის განადგურების დიაპაზონი, 2500 ათას კილომეტრზე მეტია სახმელეთო სამიზნეებისთვის და 375 კილომეტრზე მეტი - საზღვაო სამიზნეებისთვის.

ამასთან, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, ცნობას ავრცელებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და აცხადებს რომ რუსულმა არმიამ თავდასხმითი ოპერაციები გაააქტიურა, რის ფონზეც, ბახმუტის მიმართულებაზე პოზიციები გაიუმჯობესა. კიევი დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ ისევ მოუწოდებს.