გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ

გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს, - გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

მარკო ბუშმანის განცხადებით, გერმანიაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს.